კონფიდენციალურობის პოლიტიკა

“SALECLUB” ხელშეკრულების პირობები

წინამდებარე ხელშეკრულების პირობები (“ხელშეკრულება”) სავალდებულოა თქვენთვის და კომპანია “SALECLUB”-ისთვის. აღნიშნული კომპანია შემდგომში მოხსენიებულია როგორც “SaleClub”, “ჩვენ” ან “ჩვენი.” გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. ვებგვერდის ან “SaleClub”–ის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე, ისევე, როგორც ჩვენი “ინფორმაციის დაცვის პირობებზე” (გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.saleclub.ge/static/privacy და ინკორპორირებულია აქ მითითების სახით). ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ” მიუთითებს პირზე, რომელიც შედის ვებ-გვერდზე ან სარგებლობს ვებგვერდით ან ჩვენი მომსახურებით, ასევე მიუთითებს კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე, რომლის სახელითაც ეს პირი შედის ვებ-გვერდზე ან სარგებლობს ჩვენი მომსახურებით.

ჩვენი მომსახურება

“SaleClub” არის ონლაინ საზოგადოება, რომლის მიზანია, შესაძლებელი გახადოს ხალხისათვის საკუთარი ინტერესების ორგანიზება, მეგობრების კრებულების დათვალიერება და საკუთარი ინტერესების ირგვლივ რეკომენდაციების მიღება (“მომსახურება”) ჩვენი ვებგვერდის, კერძოდ http://www.SaleClub.ge-ს, ასევე სხვა ონლაინ სივრცის მეშვეობით, რომელიც გვეკუთვნის ან იმართება ჩვენს მიერ. ასეთია, მაგალითად, ჩვენი “Facebook”- ისა და “Twitter”- ის აპლიკაციები. ჩვენი მომსახურება ასევე განიჭებთ შესაძლებლობას, რომ შეიძინოთ სპეციალური შეთავაზებები (როგორც აღწერილია ქვემოთ) ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ჩვენი მომსახურება და ვებ-გვერდი ერთობლივად მოხსენიებული იქნება, როგორც “SaleClub.”

ჩვენი ვებ-გვერდითა და მომსახურებით პირობითი სარგებლობა

“SaleClub”-ის ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობისთვის, თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ:
• იმოქმედებთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
• არ მოახდენთ “SaleClub”–ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში “SaleClub”–ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
• წარმოადგენთ ზუსტ და სწორ ინფორმაციას ანგარიშის გახსნისას ან/და ჩვენი მომსახურების მისაღებად დარეგისტრირებისას;
• ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის პირად ანგარიშზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებგვერდზე ყოფნის ან “SaleClub”–ის მომსახურებით სარგებლობის დროს;
• არ გამოიყენებთ “SaleClub”–ს ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ან სხვა მსგავს ინფორმაციას კომერციული მიზნების მისაღწევად;
• არ გამოიყენებთ “SaleClub”–ის მიერ წარმოდგენილ კომუნიკაციის სისტემებს ან “SaleClub”–ზე შექმნილ კონტაქტებს კომერციული მიზნების მისაღწევად;
• ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის რაიმე საკითხის ფორუმზე განხილვაზე, პროფილის ინფორმაციაზე, ბმულებზე, სურათებისა და სხვა მსგავსი სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და მასალებზე („კონტენტი“), რომელსაც თქვენ ათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
• აქვე, “SaleClub”–ით სარგებლობისას ან “SaleClub”–ის მიერ ნებადართული, თუმცა სხვა დეველოპერის მეშვეობით შექმნილი პროგრამით სარგებლობისას, თქვენ ანიჭებთ “SaleClub”–ის თითოეულ მომხმარებელს არაექსკლუზიურ უფლებას, რომ ამ უკანასკნელისათვის ხელმისაწვდომი გახდეს თქვენ მიერ “SaleClub”–ის მეშვეობით გაგზავნილი კონტენტი და მან გამოიყენოს, მოახდინოს რეპროდუქცია, გაავრცელოს, წარმოადგინოს და შეასრულოს, ასევე მოამზადოს მეორადი ნაწარმოები ამ კონტენტიდან. ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს დაშვებულია “SaleClub”–ის ფუნქციონირებისა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
• არ გაგზავნით კონტენტს, რომელზეც მესამე პირს გააჩნია საავტორო უფლება ან წარმოადგენს მესამე მხარის საკუთრების ობიექტს, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის, საჯაროობის, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა მსგავსი პრინციპების დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ ხართ აღნიშნული უფლებების მესაკუთრე ან გაქვთ სათანადო ნებართვა ამ უფლებების კანონიერი მესაკუთრისაგან, რათა კონკრეტულად ეს ინფორმაცია გაუგზავნოთ “SaleClub”–ს;
“SaleClub”-ის ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობისთვის, თქვენ ადასტურებთ, რომ: • პარტნიორი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს ჩვენს დასაქმებულს ან აგენტს;
• “SaleClub”–ი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს პარტნიორის მიერ მომსახურების გაწევას, მათ შორის არაჯეროვან მომსახურებას, შეთავაზების პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ;
• პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
• გეკუთვნით ან ფლობთ საჭირო უფლებებს, ნებართვებს და თანხმობებს საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ “SaleClub”-ს, რათა მან გამოიყენოს ყველა და ნებისმიერი თქვენ მიერ “SaleClub”–ისთვის გაგზავნილი ფაილი ამ ხელშეკრულებით “SaleClub”–ისათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად;
• ჩვენ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ, არის თუ არა ნებისმიერი თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადო და შეესაბამება თუ არა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, წავშალოთ ნებისმიერი ან/და ყველა თქვენი გზავნილი და დავხუროთ თქვენი ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.
• პარტნიორსა და თქვენ შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ სრულად ვთავისუფლდებით ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შეიძლება ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

თქვენი ანგარიში და “SaleClub”-ის პროფილი

“SaleClub”–ის ვებ-გვერდზე ანგარიშის გახსნის მეშვეობით დარეგისტრირება (ან პირდაპირ ჩვენთან დარეგისტრირების ან/და “SaleClub”–ის პროგრამისათვის თქვენი „Facebook“–ის პროფილის მეშვეობით მიერთების ნებართვის სახით) აუცილებელია იმისათვის, რათა გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ვებ-გვერდზე ან მიიღოთ ნებართვა საიმისოდ, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს გარკვეული სახის მომსახურება, მათ შორის შეთავაზებები. თუ თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ ჩვენთან ანგარიშის გახსნას ან “SaleClub” პროფილის შექმნას, თქვენ ამით დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და ნებისმიერი სახის ცვლილებისას შესაბამისად განაახლებთ ამ ინფორმაციას. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის („SaleClub“ „ანგარიშს“, რომელზე წვდომასაც შეძლებთ თქვენი სახელითა და პაროლით). აკრძალულია სხვა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ “SaleClub”–ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი “SaleClub„ ანგარიშის მეშვეობით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც “SaleClub”–ის მიერ შეზღუდული ჰქონდა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება, არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. თქვენ არ ხართ უფლებამოსილი, ასეთ პირებს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს ნაცვლად. “SaleClub”-ი რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განსაზღვრავს, არიან თუ არა მომხმარებლები უფლებამოსილნი, შევიდნენ ვებ-გვერდზე ან/და ისარგებლონ მისი მომსახურებით. თქვენი „SaleClub“ ანგარიშის გამოყენებისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე ავტორიზაცია ან/და მომსახურებით სარგებლობა განხორციელდა თქვენ მიერ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი „SaleClub“ ანგარიშის გამოყენებით. გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი „SaleClub“ ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

საჯაროობა, უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა

თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვენსა და თქვენ შორის განხორციელებული კომუნიკაციის დიდი ნაწილი ემსახურება თქვენი ინფორმირების მიზანს. შესაბამისად, ჩვენ მიერ თქვენთვის გამოგზავნილ შეთავაზებებზე, მოსაწვევებსა და მსგავს შეტყობინებებზე არ ვრცელდება რაიმე სახის ვალდებულება კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით. სხვა სახის ინფორმაცია, როგორიცაა შეთავაზების შეძენისას თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, შეინახება ჩვენი პარტნიორი ბანკის მონაცემთა ბაზაში, რომელზეც ჩვენ არ გვაქვს წვდომა და შესაბამისად, სწორედ პარტნიორი ბანკი არის სრულად პასუხისმგებელი ამ ინფორმაციაზე. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობით, თქვენ აცხადებთ უპირობო თანხმობას, რომ “SaleClub”-ი უფლებამოსილია პარტნიორებს გაუზიაროს თქვენ მიერ შეთავაზების შეძენისას მოწოდებული ინფორმაცია მათი კომერციული მიზნებისათვის, მათ შორის შეთავაზების განსახორციელებლად.
ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენსა და თქვენს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს და ინკორპორირებულია ამ ხელშეკრულებაში მითითების სახით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.SaleClub.ge/static/privacy.
თქვენ აცხადებთ უპირობო თანხმობას, რომ თქვენსა და “SaleClub”–ს შორის ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით განხორციელებული მიმოწერა, სადაც თქვენ გვიზიარებთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან/და შეცვლასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ მიჩნეულ იქნება არაკონფიდენციალურად და საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებული წესები

ვებ-გვერდით სარგებლობის დროს თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და მიიღოთ წვდომა სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და მასალებზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კონტენტს.“ კონტენტი ასევე მოიცავს თქვენ მიერ ვებ-გვერდზე გაგზავნილ ინფორმაციასა და მასალებს. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ შეასწორებთ ან დაამახინჯებთ სხვების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას (მათ შორის “SaleClub”–ის მიერ ნებადართულ რეკლამასა და სარეკლამო აქციებს), ამასთან, არ გაგზავნით ან გამოიყენებთ არც ერთ კონტენტს ნებისმიერი ისეთი სახით, რომელიც:
• არღვევს სხვების საავტორო, კომერციული საიდუმლოების, ინტელექტუალურ ან ნებისმიერ სხვა საკუთრების უფლებას,
• არღვევს SaleClb პარტნიორის ან სხვა მესამე მხარის კუთვნილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, საჯაროობის, ან სხვა უფლებებს,
• “SaleClub”–ის ერთპიროვნული შეხედულების თანახმად არის უკანონო, ცილისმწამებლური, დისკრიმინაციული, პორნოგრაფიული, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, დამჩაგვრელი, სიძულვილის გამომხატველი, ან წაახალისებს იმგვარ ქმედებას, რომელიც ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, გამოიწვევს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, დაარღვევს ნებისმიერ კანონს, ან სხვაგვარად იქნება მართლწესრიგთან შეუთავსებელი,
• არის ყალბი ან არაზუსტი, ან შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ჩვენი კომპანიის, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიის, ჩვენი პარტნიორი კომპანიების, ჩვენთვის რეკლამის გამწევი პირების, ან სხვა მხარეებისათვის.
ჩვენ ვცდილობთ აღვასრულოთ ეს წესები ჩვენი ყველა მომხმარებლის მიმართ, თუმცა არ გაძლევთ გარანტიას, რომ რომელიმე მომხმარებლის მიერ არ მოხდება შეურაცხმყოფელი ან/და ზემოაღნიშნულ მახასიათებლებთან შეუსაბამო. ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობით თქვენ აცნობიერებთ და საკუთარ თავზე იღებთ აღნიშნულ რისკს. ჩვენ თავისუფალი ვართ ვებ-გვერდზე განთავსებულ კონტენტთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან იმის მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა კონტენტი ზემოაღნიშნულ პირობებს. ჩვენ შეგვიძლია, თუმცა ვალდებულნი არ ვართ, გავაუქმოთ მომხმარებელთა ანგარიშები ან/და წავშალოთ კონტენტი ვებ-გვერდიდან იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით ან ეჭვი გაგვიჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიშები ან კონტენტი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ან კონკრეტულ მოხმარებელთან (მომხმარებლებთან) დადებული ხელშეკრულების პირობებს.

ინფორმაციის გადამოწმება თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. დამატებით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვილ და მიღებულ იქნას თქვენ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის. მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობა იყოს სასიამოვნო გამოცდილება ჩვენი ყველა მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, თქვენ ადასტურებთ, რომ არ განახორციელებთ ქვემოხსენებულ ქმედებებს: • ნებისმიერი უკანონო ღონისძიების განხორციელება ან რეკლამირება ჩვენი ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით; • არასრულწლოვან პირებზე მავნე გავლენის მქონე ნებისმიერი ობიექტის ატვირთვა, გავრცელება ან დაბეჭდვა; • ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნა ან რაიმე მცდელობა იმისათვის, რათა გამოანგარიშებულ იქნას პროგრამის საწყისი კოდი (მათ შორის ინსტრუმენტები, მეთოდები, პროცესები და ინფრასტრუქტურა), რასაც ემყარება და რითიც ფუნქციონირებს ვებ-გვერდი; • ვებ-გვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე უნებართვო შესვლის მცდელობა; • ნებისმიერი სახის ვირუსის, “worm”, ”trojan horse” ან სხვა ზიანის მომტანი კოდის ატვირთვა ან გადაცემა; • ვებ-გვერდის ან მომსახურების გამოყენება იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა; • ნებისმიერი ავტომატური ან მექანიკური პროცესის გამოყენება ვებ-გვერდიდან ან მომსახურებიდან რაიმე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მოსაძებნად, ან ვებ-გვერდისა და მომსახურების გამართულ ფუნქციონირებაში ჩარევის მიზნით; • საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება. ბმულები მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე ჩვენ არ ვანხორციელებთ კონტროლს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებზეც „SaleClub”-ი ჰიპერბმულების მეშვეობით ამისამართებს მომხმარებელს. მესამე მხარეთა ასეთი ვებგვერდები არ ეკუთვნის ან/და კონტროლდება “SaleClub”-ის მიერ. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მსგავსი ვებ-გვერდების ან მათი მფლობელი კომპანიების კონტენტზე, ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასა და საქმიანობაზე. “SaleClub”–ით სარგებლობით თქვენ უპირობოდ გვათავისუფლებთ ჩვენ ნებისმიერი და ყველა პასუხისმგებლობისაგან, რაც წარმოიშობა თქვენ მიერ ნებისმიერი მესამე მხარის ვებ-გვერდით სარგებლობისგან. შეთავაზებები “SaleClub” ანიჭებს მომხმარებლებს შესაძლებლობას, ექსკლუზიური ღირებულებით შეიძინონ ჩვენი პარტნიორების (“პარტნიორები”) პროდუქტები და მომსახურება დროში შეზღუდული პრომოაქციის სახით (“შეთავაზება”). პარტნიორებს სურთ წარმოადგინონ მიმზიდველი სარეკლამო შეთავაზებები, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს “SaleClub” –ის საზოგადოება.

1. ფუნქციონირება

კონკრეტული შეთავაზების შეკვეთისას, თქვენ ადასტურებთ მზადყოფნას, შეიძინოთ თქვენ მიერ შერჩეული შეთავაზება მასზე არსებული შეზღუდვებისა და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით. შეთავაზების გააქტიურებისთვის საჭიროა განსაზღვრულ პერიოდში გარკვეული რაოდენობის მომხარებლის შეგროვება. ასეთი ოდენობა და პერიოდი განთავსებული იქნება შეთავაზების პირობებში, “SaleClub”–ს მთავარ გვერდზე. შეკვეთის დაფიქსირებისა და გადახდის სასურველი ფორმის არჩევის შემდეგ თქვენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ შეთავაზებაში მონაწილეობის მიღების დასტურს, რის პარალელურადაც თქვენს ვირტუალურ ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათზე დაიბლოკება აღნიშნული შეთავაზების საფასური. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ პერიოდში შეგროვდება კონკრეტული შეთავაზებისათვის საჭირო მომხმარებლის მინიმალური რაოდენობა, შეთავაზება ჩაითვლება გააქტიურებულად და თქვენ მიერ არჩეული ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ შეთავაზების საფასური. თქვენ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ვაუჩერს (განმარტებულია ქვემოთ) შეთავაზების დასრულებიდან 12 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, განსაზღვრულ პერიოდში არ შეგროვდება მომხმარებლის მინიმალური რაოდენობა, შეთავაზება ჩაითვლება გაუქმებულად. აღნიშნულის შესახებ შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით და თქვენს ანგარიშზე დაბლოკილი თანხა თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ყოველგვარი დამატებითი გადასახადის დაკისრების გარეშე. საბანკო ბარათით განხორციელებული გადახდებისას, თანხის განბლოკვის მიზნით თქვენი ანგარიშიდან ჩამოიჭრება 0.05 ლარი, რომელიც განბლოკვის შემდეგ, მომენტალურად უკან დაგიბრუნდებათ ანგარიშზე. შეთავაზების შესაძენად აუცილებელია “SaleClub”–ს ანგარიშის გახსნა (რეგისტრაციის გავლა). ანგარიშის არსებობა აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება საიმისოდ, რომ თქვენ შეთავაზებისათვის თანხის გადახდის ნება დაგრთოთ და ასევე იმ მიზნით, რომ თქვენ შეძლოთ შეძენილი შეთავაზების დაბეჭდვა, ძველი შენაძენის ხილვა და თქვენი პარამეტრების შეცვლა.

2. ვაუჩერი

თითოეული შეთავაზება აერთიანებს ორ ცალკეულ ნაწილს, რაც ერთობლიობაში ქმნის შეთავაზებას: 1) გადახდილი ნაწილი, რომელიც უთანაბრდება თანხას, რომელსაც თქვენ იხდით თქვენი საბარათე ან ვირტუალური ანგარიშიდან (“გადახდილი ნაწილი”); და 2) ფასდაკლების ნაწილი, რომელიც გენიჭებათ ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე და ვაუჩერზე მითითებული პრომოაქციის დროის ამოწურვამდე გამოყენების შემთხვევაში, აბალანსებს შეთავაზების ღირებულებას(„პრომოაქციის ნაწილი“). (შეთავაზების გადახდილი და პრომოაქციის ნაწილები ერთობლიობაში წარმოდგენილია “ვაუჩერში”).

3. ვადის ამოწურვის დრო

ვაუჩერის ვადა იყოფა ორ ნაწილად: პრომოაქციის ამოწურვის ვადა და ვაუჩერის გამოყენების ამოწურვის ვადა. ორივე სახის ამოწურვის დრო მითითებულია ვაუჩერზე. პრომოაქციის ვადის ამოწურვამდე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვაუჩერის იმ ღირებულებით, რასაც მოიცავს შეთავაზება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გამოიყენებთ ვაუჩერს პრომოაქციის ნაწილის ამოწურვამდე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვაუჩერით მისი გამოყენების ვადის ამოწურვამდე, მხოლოდ იმ თანხის ღირებულებით, რაც თქვენ გადაიხადეთ ვაუჩერში მისი შეძენისას. პარტნიორი ვალდებულია მიიღოს ვაუჩერი, მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება ან გადასცეს პროდუქტი ვაუჩერის შესაბამისი ღირებულებით მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

4. შეთავაზების კონკრეტული პირობები

თითოეულ შეთავაზებას გააჩნია მასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, რაც წარმოგედგინებათ აღნიშნული შეთავაზების შეძენის დროს. შეთავაზების კონკრეტული პირობები სარგებლობს უპირატესი ძალით და, შესაბამისად, ჩაენაცვლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ მასთან შეუთავსებელ პირობას. ამ წესიდან გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც შეთავაზების აღნიშნული კონკრეტული პირობები აკრძალულია შესაბამისი კანონმდებლობით.

5. ზოგადი პირობები

შემდეგი დამატებითი პირობები მოქმედებს ყველა ვაუჩერის მიმართ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით ან ვაუჩერით სხვა რამ არის დადგენილი: • „SaleClub“ არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, მომხმარებელს აუნაზღაუროს შეძენილი ვაუჩერის ღირებულება,
• ალკოჰოლური სასმელებისათვის ვაუჩერის გამოყენების საკითხი პარტნიორის ერთპიროვნული დისკრეციის სფეროს წარმოადგენს (რაც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო კანონმდებლობით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვაუჩერზე სხვაგვარადაა მითითებული,
• ვაუჩერი ვერ იქნება გამოყენებული სხვა ფასდაკლებებსა, ვაუჩერებსა ან რაიმე სახის სარეკლამო აქციებთან ერთობლიობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვაუჩერზე სხვაგვარადაა მითითებული,
• არც “SaleClub”, არც პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი მოპარული ან დაკარგული ვაუჩერისათვის ან ვაუჩერის საცნობარო ნომრებისათვის,
• ვაუჩერის დუბლიკატის გამოყენება, გაყიდვა ან ამ დუბლიკატით ვაჭრობა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
• ვაუჩერის ფასი არ მოიცავს გაყიდვების, დამატებითი ღირებულების ან სარგებლობის გადასახადებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი შეძენის დროს სხვაგვარი ინფორმაცია მოგეწოდათ. აღნიშნული გადასახადები შეიძლება ცალკე დაგაკისროთ პარტნიორმა თქვენ მიერ ვაუჩერით სარგებლობის დროს.

6. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

სიცხადისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ვაუჩერების გაყიდვისას “SaleClub” ვაჭრობს შეთავაზებებით და მოქმედებს, როგორც პარტნიორთა წარმომადგენელი. თუმცა ვაუჩერის გამცემი არის პარტნიორი. როგორც ვაუჩერის გამცემი, პარტნიორი სრულად არის პასუხისმგებელი მომხმარებელთა ნებისმიერი და ყველა ზიანის, ავადმყოფობის, ზარალის, სარჩელის, ვალდებულებების და ხარჯებისათვის, რაც სრულად ან ნაწილობრივ გამოწვეულია პარტნიორის, მისი პროდუქტებისა და/ან მომსახურების მიზეზით. პარტნიორი ასევე პასუხისმგებელია საკუთრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულებებისათვის, რომელიც წარმოიშობა გამოუყენებელი ან ნაწილობრივ გამოყენებული ვაუჩერებიდან. შეთავაზების შეძენისას, მომხმარებელი მოიპოვებს უფლებას, დაბეჭდოს მონაწილე პარტნიორის მიერ გაცემული ვაუჩერი და ისარგებლოს აღნიშნული ვაუჩერით წინამდებარე ხელშეკრულებითა და ვაუჩერით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ვაუჩერის დაბეჭდვის/მისი გამოყენების არჩევანი ერთპიროვნულად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ეკუთვნის მომხმარებელს.

7. შეთავაზებების პროგრამის რეკლამირება

პერიოდულად ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ სპეციალური სარეკლამო აქციები, კონკურსები ან/და სხვა რაიმე სახის წამახალისებელი აქციები. შესაბამისი წესები განთავსდება ვებგვერდზე თითოეულ მსგავს აქციასთან ახლოს ან თავად რეკლამის აღწერილობაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვმარტოთ ეს წესები ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ, თქვენ კი აქვე ეთანხმებით ამ წესების ჩვენ მიერ წარმოდგენილ განმარტებას.

8. გასაყიდი პროდუქტები

ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნიდან. თქვენ აცნობიერებთ, რომ ზოგიერთი ან ყველა პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც წარმოდგენილია ვებ-გვერდზე შეიძლება არ იყოს შესაძენად ხელმისაწვდომი გარკვეული იურისდიქციების ან გეოგრაფიულ რაიონების რეზიდენტი პირებისათვის. “SaleClub” იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ არ დაუშვას ან სხვაგვარად შეზღუდოს ვაუჩერის გაცემა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე განსხვავებულ იურისდიქციას დაქვემდებარებული ან კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონის რეზიდენტი პირისათვის. “SaleClub” არ/ვერ უზრუნველყოფს მის ვებ-გვერდზე რეკლამირებული ყველა პროდუქტის ან/და მომსახურების ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.

9. თანხის დაბრუნება შეთავაზების გააქტიურებისა და თქვენი მითითებული ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ, “SaleClub” არ არის ვალდებული, უკან დააბრუნოს თანხა, მაგრამ იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ დაუშვას გამონაკლისები.

შეწყვეტა

“SaleClub” უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს ვებ-გვერდის ფუნქციონირება ან ნებისმიერი მომსახურება წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერი მიზეზით შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე. წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაარღვევთ ქვემოთ მოყვანილ ნებისმიერ პირობას. ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებ-გვერდით ან/და მომსახურებით სარგებლობა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაცემული ნებისმიერი ვაუჩერი შენარჩუნდება იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც კონკრეტულად ამ ვაუჩერს ეხება და დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულებაში ან უშუალოდ ამ ვაუჩერში.

გარანტიებზე უარი

• “SALECLUB” პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება ”SALECLUB” -ის ვებ-გვერდზე გადასვლა.
• “SALECLUB” არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
• “SALECLUB” პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
• “SALECLUB” პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
• “SALECLUB” იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საინდეტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.
• “SALECLUB-ს არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ საიტზე გამოყენებული ბარათების დეტალებზე (ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა).

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

• პარტნიორის მიერ მომსახურების განხორციელების დაყოვნებისათვის;
• მომსახურების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისთვის, ასევე ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისთვის;
• მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე უარის ან ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის;
• არაჯეროვანი მომსახურების შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია

1. ინფორმაციის დამუშავება - მომხმარებლისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ „SaleClub“-ის მომსახურებით სარგებლობის შედეგად „SaleClub“ უფლებამოსილია დაამუშავოს მომხმარებლის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები). მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
2. SaleClub.ge მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ-ბრაუზერი, www.SaleClub.ge ვებ-გვერდი, SaleClub.ge მობილური აპლიკაციები ან/და მონაცემთა გადაცემის სხვა ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, პროდუქციის არჩევის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.
3. ინფორმაციის გადაცემა/გამოთხოვა - მომხმარებელი SaleClub.ge –ს ანიჭებს უპირობო უფლებას, მომხმარებლის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:
3.1. SaleClub.ge -მ გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს SaleClub.ge-ს ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია ჩვენს შვილობილ, აფილირებულ ან სხვა ნებისმიერ მესამე პირს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზების მიზნით.
4. პირდაპირი მარკეტინგი - მომხმარებელი ანიჭებს SaleClub.ge-ს უფლებამოსილებას, SaleClub.ge-ს სისტემაში დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე SaleClub.ge-ს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა მანამ, სანამ SaleClub.ge -ს მომხმარებლისგან არ მივიღებთ სხვაგვარ მითითებას. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და მომხმარებელი არ იქნება უფლებამოსილი SaleClub.ge -ს მოსთხოვოს სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებები მომხმარებელს მიეწოდება უშუალოდ SaleClub.geს მომსახურების წერტილებში (მაგ. სარეკლამო ბანერი, ფლაერი, ზეპირი შეთავაზება და სხვა) ან SaleClub.ge-ს კუთვნილ ელექტრონულ არხებში (მათ შორის SaleClub.ge-ს ვებ გვერდი, მობილური აპლიკაცია და სხვა).
5. საავტორო უფლებები - მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ SaleClub.ge-ს ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული მომხმარებლის მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური), თუ ის არ განეკუთვნება მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, ჩაითვლება SaleClub.ge-ს საკუთრებად და SaleClub.ge-ზე აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე სრულად მოვიპოვებთ მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს.
6. მონაცემების განახლება და შენახვის ვადა - SaleClub.ge მიერ წინამდებარე თავში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება SaleClub.ge მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ამასთან, იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც მომხმარებლის მიერ SaleClub.ge-ს მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, SaleClub.ge-ს ვებ-გვერდი, SaleClub.ge-ს მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება მომხმარებლის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება კომპანიის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
7. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში SaleClub.ge კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მიაწვდის მომხმარებლებს მის შესახებ SaleClub.ge სისტემაში არსებულ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე SaleClub.ge-ს ცალმხრივად აქვს უფლება, დააწესოს მომსახურების ტარიფი საკომისიოს სახით. თუ მომხმარებელი თვლის, რომ მომხმარებლის შესახებ SaleClub.ge სისტემაში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს SaleClub.ge-ს აღნიშნულის შესახებ.